ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსის კიდევ 2 771 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 93 435-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსს 237 ადამიანი ემსხვერპლა და მათი საერთო რაოდენობა 10 167-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის განცხადებით კორონავირუსი ლათინური ამერიკის ქვეყნებს მნიშვნელოვნად დააზაალებს და ვირუსის გავრცელებას ჯერჯერობით პიკისთვის არ მიუღწევია. ორგანიზაცია ქვეყნებს რეგულაციების შენარჩუნებისა და იზოლაციის დაცვისკენ მოუწოდებს.