მექსიკაში, ვერაკრუზის შტატში 11 გვამი აღმოაჩინეს. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ზონაში, სამართალდამცველებმა ცხედრები მოპარულ მანქანაში იპოვნეს. მათ შორის 9 მამაკცი, 2 კი ქალია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილებს წამების კვალი ეტყობათ. მათივე ცნობით, მანქანაში წერილიც აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე გამოძიება გვამების იდენტიფიცირებას და მათ შორის კავშირის დადგენას ცდილობს. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვლილები ნარკო კარტელის წევრებმა მოკლეს.