პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზის მიხედვით 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით შემცირდება. დოკუმენტში გამოქვეყნებული პროგნოზი რამდენიმე დაშვებას ემყარება, უფრო კონკრეტულად, პროგნოზის მიხედვით მეორე კვარტალში ტურიზმის მოცულობა თითქმის განულდება, ამასთან მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლების ფონზე შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებსა და მომსახურების სექტორში. ასევე მოსალოდნელია კერძო ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი შემცირებაც.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით 2020 წლის მეორე კვარტალში მოსალოდნელია როგორც საქონლის იმპორტის, ისე ექსპორტის მოცულობების შემცირება.