ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან უკვე მეხუთე დღეა, რაც თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთში შემავალი და გამომავალი ორი ძირითადი გზის კონტროლს ახორციელებს. ქალაქ ფოთის 2 ლოკაციაზე მოწყობილია გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მკაცრად კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სამხედრო მედპერსონალის მიერ ხორციელდება მოქალაქეებისთვის თერმული სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა.