მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება - Palitra News

მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება

2018-04-02 15:20:12+04:00

მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება. პროექტი ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შემუშავებას, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველების სამსახურმა უნდა დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაადვილებს, ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომი განვითარებას, ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდას და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.