რუსი აგრესორების მიერ განადგურებული მარიუპოლის აღდგენა 14 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება და ამის განხორციელებას 7-10 წელი დასჭირდება. მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებაშია აღნიშნული, რომ ომის გამო 1356 მაღალსართულიანი შენობა განადგურდა ან დაზიანდა, კერძო სახლების 40% დაიბომბა. მათი უმრავლესობა რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. ამიტომ, გეგმები მოიცავს ახალი ობიექტების მშენებლობას.