მერია 29 მილიონ 800 ათასი ლარის ლურჯი ფერის მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29 მილიონ 819 ათას 40 ლარია.
რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიკროავტობუსები უნდა იყოს 2020 წელს გამოშვებული; გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი. ცენტრალური საკეტით.