22:57
21 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მერკელმა ბრიტანეთს სადავო "ბექსთოფის" საკითხის გადაჭრის ალტერნატიული გეგმის შეთავაზებისთვის 30 დღე მისცა
22-08-2019

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიტანეთს სადავო „ბექსთოფის“ საკითხის გადაჭრის ალტერნატიული გეგმის შეთავაზებისთვის 30 დღე მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ბექსთოფი“, რომელიც გასვლის ხელშეკრულების ნაწილია, ხელშეკრულებიდან მთლიანად უნდა ამოიღონ. თავის მხრივ, მერკელმა განაცხადა, რომ „ბექსთოფის“ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისების შესაძლებლობა არსებობს.

„ბექსთოფის“ გეგმა მიზნად ისახავს ირლანდიასთან მყარი საზღვრის თავიდან აცილებას. მისი განხორციელების შემთხვევაში ჩრდილოეთ ირლანდიაში ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გარკვეული წესები იმოქმედებს.

 

ორი დღის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული „ბექსთოფის“ გეგმა ანტიდემოკრატიული და უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს.

AutoPlay
"სოკარმა" "პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის" სტრატეგიის ანგარიში წარადგინა
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტზე
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
გიგა ბოკერიას ინფორმაციით ოპოზიცია საარჩევნოდ თბილისში ერთიან მაჟორიტარებზე პრაქტიკულად შეთანხმდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ავღანეთში ქვეყნის ხელისუფლებასა და "თალიბანს" შორის მიღწეული ძალადობის შემცირების რეჟიმი 22 თებერვლიდან ამოქმედდება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მიხეილ კალანდიას მიმართ სასამართლო განაჩენს 25 თებერვალს გამოაცხადებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ოპოზიციის მოლაპრარაკებებში ვანო მერაბიშვილის ჩართვაზე ლიდერების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები