მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელიც საოკუპაციო ხაზიდან 400 მეტრში პატრულირებს მთავრობას ადანაშაულებს. მოძრაობის წევრების თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და პოლიცია მათი საქმიანობის შეფერხებას ცდილობს. დავით ქაცარავას განცხადებით, შენობიდან სადაც ე.წ. ანტისაოკუპაციო პატრულის წევრები ყინვის გამო თავს აფარებდნენ კასპის მერის ბრძანებით გამოასახლეს, მანამდე კი პატრულმა მათ საზაფხულო ბანაკის ტერიტორიაზე კონტეინერის ჩადგმის უფლებაც არ მისცა მიზეზად მაშინ ოკუპანტების შესაძლო გაღიზიანდება დასახელდა. მთავრობის მოქმედებები ძალა ერთობაშია“ წევრებმა აქციით გააპროტესტეს.