ქართველი სპორტული ჟურნალისტის, ვაჟა სიმონიშვილის ნაწარმოები. წიგნი ფეხბურთის არგენტინელი ვარსკვლავის, ბარსელონას ფორვარდის, ლიონელ ანდრეს მესის ბიოგრაფიაზე. წიგნში ასახულია პერიოდი მესის მშობლების შეხვედრიდან, ფეხბურთელის თბილისში ვიზიტამდე . რთული ბავშვობა, პირველი ნაბიჯები ფეხბურთში, ჯანმრთელობის პრობლემები, ბავშვობის წლები ბარსელონაში, სანაკრებო იმედგაცრუება, მოპოვებული გამარჯვებები, ინდივიდუალური ჯილდოები, კოლეგების შეფასებები და პირადი ცხოვრება.