ცნობილმა კატალონიურმა რადიომ კადენა სერმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია I3 Ventures ფლობს იმ ექაუნთებს, რომელთა საშუალებითაც ინტერნეტში "ბარსას" პრეზიდენტ ბართომეუს მხარდამჭერი და ფეხბურთელების საწინააღმდეგო პოსტები ქვეყნდებოდა. აღსანიშნავია, რომ I3 Ventures-თან "ბარსელონას"მოქმედი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. აღნიშნული კომპანიის მფლობელობაში არსებული ექაუნთებიდან ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ლეო მესის, ჟერარდ პიკესა და "ბარსას" სხვა ფეხბურთელების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. აღსანიშნავია, რომ I3 Ventures-ის დირექტორი კარლოს იბანიესი "ბარსელონას" digital-სტრატეგიის ხელმძღვანელი და ბართომეუს მარჯვენა ხელია.