პროტესტის მეორე დღე მესტიაში - ადგილობრივთა ნაწილი კვლავ მესტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შენობის წინ არიან შეკრებილები, სადაც ღამე გაათიეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, - შეჩერდეს მესტიაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები.ცნობისთვის, გუშინ მესტიაჭალაჰესის სამშენებლო სამუშაოები უნდა განახლებულიყო, თუმცა ადგილობრივებმს ჰესამდე მისასვლელი გზა ამდრომდე გადაკეტილი აქვთ. მესტიაში სეტის მოედანზე ადგილობრივებმა გზის მთავარი მაგისტრალი გუშინ გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს მესტიაჭალაჰესი 1-ის და მესტიაჭალაჰესი 2-ის სამუშაოები.