მესტიაში ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობას მისი ადგილმდებარეობა ართულებს. გამგებლის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს უკიდია.”400-500 კვადრატულ მეტრამდე ტყის ზოლს აქვს მოდებული ცეცხლი.სახანძრო-სამაშველო სამსახურები, მოსახლეობა და სასაზღვრო პოლიცია უკვე მიემართებიან ადგილზე. ცეცხლი მთაშია და იქიდან გამომდინარე, რომ მიუდგომელი ადგილია, ავტოტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. სახანძრო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი”, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.მისივე ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, წუხელ არის გაჩენილი და დღეს დილით ის უფრო დიდ ტერიტორიას მოედო.