ამერიკულმა კომპანიამ Meta-მ გამოაცხადა, რომ შექმნა სუპერკომპიუტერი AI Research SuperCluster (RSC), რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. კომპანიის განცხადებით, ეს კომპიუტერი გახდება მსოფლიოში უსწრაფესი გამომთვლელი მას შემდეგ, რაც სრულად დასრულდება მისი დამუშავება, ეს კი 2022 წლის გასაყარზე მოხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
სუპერკომპიუტერი RSC მის შემქმნელებს საშუალებას მისცემს „შექმნან ხელოვნური ინტელექტის უკეთესი მოდელები, რომლებიც შეძლებენ ტრილიონობით მაგალითზე შეისწავლონ, იმუშაონ ასობით ენაზე და ამასთანავე, მარტივად გაანალიზონ ტექსტი, აუდიო და ვიდეო, შექმნან დამატებითი რეალობის ინსტრუმენტები და უამრავი სხვა რამ.“ მისი შემქმნელების აზრით, RSC გზას გაუკვლევს შემდგომ მსხვილ ტექნოლოგიურ პლატფორმას - „მეტასამყაროს“.
შეგახსენებთ, ამერიკულმა კომპანიამ Facebook, 2021 წლის 28 ოქტომბერს შეიცვალა სახელი და იწოდება როგორც Meta.