Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს ოპერაციულმა დირექტორმა, კომპანიაში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახური დატოვა, - ამის შესახებ BBC წერს.შერილ სენდბერგის წასვლას წინ სარეკლამო გაყიდვების შემცირება და ისეთ კომპანიებთან მწვავე კონკურენცია უძღოდა, როგორიცაა, მაგალითად, TikTok-ი.სენდბერგი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალ ქალად არის მიჩნეული.„როდესაც 2008 წელს მივიღე ეს სამუშაო, ვიმედოვნებდი, რომ ამ როლში ხუთი წელი დავრჩებოდი“, - წერს სენდბერგი, რომელიც ცნობილია, როგორც კომპანიის მეორე ყველაზე ძლიერი მეთაური და დასძენს: „14 წლის შემდეგ, დროა, ჩემი ცხოვრების შემდეგი თავი დავწერო“.როგორც თავად ამბობს, მომავალში საქველმოქმედო საქმიანობას აპირებს.