მედიკოსების აზრით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მეტი უნდა ვიცინოთ. კერძოდ, სიცილი ზრდის იმუნიტეტს და აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს. სიცილის დადებითი გავლენა დიდი ხანია დამტკიცებულია. ერთ-ერთი კვლევის დროს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს სისხლში შაქრის დონე უქვეითდებოდათ კომედიური ჟანრის ფილის ნახვის შემდეგ. სიცილს ასევე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც გააჩნია.ასევე ცნობილია, რომ სიცილი დადებით ეფექტს ახდენს რესპირატორული დაავადებების დროსაც. სიცილის დროს ჩასუნთვა ხანგრძლივდება, ხოლო ამოსუნთქვის ხანგრძლივობა მცირდება, მაგრამ უფრო ინტენსიური ხდება, რაც ერთგვარი სუნთქვითი ვარჯიშია. ამასთან, სიცილი ამცირებს გულისცემის სიხშირეს, აფართოებს სისხლძარღვებს, ზრდის იმუნოგლობულინის გამომუშავებას, რაც დადებითად აისახება იმუნიტეტზე.