საქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის - მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მეთიუ ბრაიზა გამოეხმაურა რუსეთიდან საქართველის ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი განცხადებებს, რომ საქართველომ შესაძლოა, მისი თაოსნობით პირდაპირი დიალოგი დაამყაროს მოსკოვთან. მეთიუ ბრაიზას თქმით, მსგავსი განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის და შესაძლოა, რუსეთის მიზანია, კონცენტრირება სხვა საკითხზე მოხდეს, ვიდრე იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა.