ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებით საჭიროა, რომ საქართველო როგორმე ისევ დაუბრუნდეს აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგს. მისივე თქმით ამის გაკეთების გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. მან ასევე საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, რომ გააჩერონ რუსეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანალოგიურ ქმედებებს სამომავლოდ ვერ აიცილებენ თავიდან.