თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ამ მიზნით მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე მემანქანეთა ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ადგილზე მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძე და ადვოკატი ბექა ბადრიშვილი, იმყოფებოდნენ, რომლებმაც მემანქანეთა მოთხოვნების შესახებ განმარტება გააკეთეს. ადვოკატ ბექა ბადრიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის სახელზე ისინი შეიტანენ განაცხადს, რათა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორი ჩაერთოს. მეტროპოლიტენის მემანქანეები ამჟამად არსებული საათობრივი ანაზღაურების გაზრდას, კერძოდ, საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.