მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი სხეულის დაზიანებით ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი. „14:15 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. კონკრეტულად რა მოხდა, ჯერ არ ვიცით. ის ამოყვანილია და გადაყვანილია საავადმყოფოში“, - განაცხადეს პრესსამსახურში.მომხდარის გამო „თბილისის მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ვერ ემსახურება „ახმეტელის თეატრიდან“ „გურამიშვილამდე“. მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“.