როგორი იქნება გოცირიძის განახლებული მეტროსადგური, რომლის სამუშაოებიც 4 მლნ ლარამდე ჯდება
მეტროსადგურ "გოცირიძეს" რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 თებერვალს დაიწყება და 2 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 მილიონ 723 ათას 780 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის გადახურვას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია მშენებლობის პროცესში იხელმძღვანელოს მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით მოცემული პირობების სრული დაცვით.