ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ სამსახურში გასვლიდან სამ დღეში ეს ეფექტი ქრება. უმეტესობა სამსახურში ბრუნდება აღმაფრენით, ენერგიითა და სტრესისგან თავისუფალი. თუმცა, დამქირავებლები დიდად არ ახალისებენ თანამშრომლების შვებულებაში გაშვებას.სამსახურში სტრესი არა მარტო პროდუქტიულობას აქვეითებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ფისიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ აუცილებელია შვებულება. უმეტესობა შვებულების შემდეგ უფრო დადებითი განწყობით ბრუნდება სამსახურში, უქვეითდებათ სტრესის დონე, ეზრდებათ მოტივაცია, იღებენ ენერგიის მუხტს. თუმცა, ნაწილი საქმეებს იმაზე მეტ დროს უთმობს, ვიდრე წარმოედგინათ და შვებულების დროსაც განიცდიან სამსახურის გამო სტრესს. დაახლოებით 40% შვებულების შემდეგ ოფისში დაბრუნების ეშინია.