ბრიტანეთის მუზეუმის თანახმად, სტოუნჰენჯის თანადროული დრამი წინარესიტორიული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აღმოუჩენიათ გაერთიანებულ სამეფოში.
არქეოლოგებს არ სჯერათ, რომ დრამი მუსიკალურ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, მიუხედავად სახელისა. ეს იყო უფრო სკულპტურული ხელოვნების ნიმუში, ან, შესაძლოა, ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო.
როგორც ბრიტანეთის მუზეუმის კურატორი, ნილ უილკინი, აღნიშნავს, დრამზე გამოსახული ჩუქურთმა, რომელიც სპირალებსა და სამკუთხედებს მოიცავს, “პეპლის” მოტივს წარმოადგენს.
უილკინის თქმით, მხატვრული თვალსაზრისით, ეს ჩუქურთმები შოტლანდიასა და ირლანდიაში ნეოლითურ ადგილებში აღმოჩენილ სხვა ობიექტებს ჰგავს — ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მანძილებისა, პრეისტორიული თემები ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირში იყო.