ჩვენ სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, - ასე უპასუხა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე.როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.„ჩვენ სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. რატომ არ მიიღო პრეზიდენტმა აქამდე გადაწყვეტილება, ეს უნდა ჰკითხოთ ალბათ, პრეზიდენტს“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით წმინდა სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.