01:02
8 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ, ევროკავშირთან თანამშრომლობა გვსურს, მაგრამ თუკი დამატებით სანქციებს დაგვიწესებენ, შესაბამის პასუხს გავცემთ
07-07-2020

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს.

"ჩვენ ევროკავშირთან მუშაობა გვსურს, მაგრამ თუკი ბლოკი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, იძულებული გავხდებით, შესაბამისი პასუხი გავცეთ", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 13 ივლისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის საკითხს განიხილავენ და ანკარას მიერ კვიპროსის საზღვაო ეკონომიკურ ზონაში წარმოებული ბურღვითი ოპერაციების გამო, შესაძლოა, ბლოკმა დამატებითი ნაბიჯები გადადგას.

AutoPlay
ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია, ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები