თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქურთების დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთების“ მიერ სირიის საზღვარზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა შეერთებული შტატებსა და რუსეთს ეკისრებათ.
ჩავუშოღლუს მტკიცებით, აშშ-მა და რუსეთმა არ შეასრულეს დაპირება სირიასთან საზღვრის მიმდებარე ზონიდან „სახალხო დაცვის შენაერთების“ გაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და აშშ-ის განცხადებები, რომელიც გმობს მათ მიერ განხორციელებულ თავდასხმებს, არაგულწრფელია.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ „თურქეთი გააკეთებს იმას, რაც მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“.