მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. მისივე თქმით, საქართველოში ზრდის ტენდენციის გაგრძელება მოსალოდნელია, თუმცა სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, არამედ კვლავ საუბარია წერტილოვან, ლოკალურ შეზღუდვებზე. ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მნიშვნელობანია რომ საზოგადოებამ შეძლოს ვირუსთან ადაპტაცია და ელემენტარული წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება და დისტანცია.