სასულიერო პირი ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ლაშა ჩიქოვანი მონასტერში უკვე გაიგზავნა, თუმცა დეკანოზი არ აკონკრეტებს, რომელ მონასტერში გამწესდა სასულიერო პირი და იქ რამდენი ხნის განმავლობაში დარჩება.
ცნობისთვის, ლაშა ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო პროცესი 4 მარტს დაინიშნა.