მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც 20 იანვრით არის დათარიღებული. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს საპატრიარქოდან "პალიტრანიუსს" აცნობეს, ბრიფინგი ჩაინიშნება და დეტალებზე იქ ისაუბრებენ.
ბრძანების თანახმად კი მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, რაზეც მანამდე არაერთხელ მიეცა გაფრთხილება.