ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამკაცრებულ სისტემას დაექვემდებაროს საქართველოს საზღვრის კვეთის წესები.
ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად: საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის საზღვრის კვეთა ნებადართულია მხოლოდ სარფის, წითელი ხიდის, სადახლოსა და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით და მხოლოდ დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, ხდება მგზავრთა უმკაცრესი ინდივიდუალური მონიტორინგი.
"ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოში დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე ექვემდებარება საკარანტინო ზონაში გადაყვანას" - ნათქვამია განცხადებაში