საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან მორიგ პოსტს აქვეყნბს და აცხადებს რომ ქართველ ხალხს საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. როგორც ფეისბუქზე გამოქვეყებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს ის იმისთვის არ აშენებდა სიღნაღს, ბათუმს და ლაზიკას, რომ იქ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ. ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება! - წერს სააკაშვილი ვივამედიდან.