მიანმარის სამხედრო გადატრიალების მეთაური, გენერალი მინ აუნგ ჰლაინგი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში თავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე არ მიიწვიეს. BBC-ის ინფორმაციით, ორგანზიაციამ გადაწყვიტა სამიტზე მიანმარიდან მთავარ წარმომადგენლად არა-პოლიტიკური პირი მიეწვია. გამოცემა წერს, რომ ეს ASEAN-ის მხრიდან საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილებაა, რადგან ორგანზიაცია, როგორც წესი, ცდილობს ქვეყნის შიდა საქმეებსა და პოლიტიკაში არ ჩაერიოს. ASEAN-ის ოფიციალური განმარტების მიხედვით, გენერალმა მინ აუნგ ჰლაინგმა ქვეყანაში გადატრიალება უკანონოდ განახორციელა. მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. ქვეყნის არმიამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარა და ხალხის მიერ არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.