საბურავების ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Compagnie Generale des Etablissements Michelin-ი, რუსეთის ტერიტორიაზე ბიზნესის გაჩერების შემდეგ, ფიქრობს, რომ წლის ბოლოდან დარჩენილი ბიზნეს აქტივები ადგილობრივ მენეჯმენტს გადასცეს.
როგორც ცნობილია, კომპანიამ რუსეთში საბურავების წარმოება მარტის შუა რიცხვებში შეაჩერა, მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა იყო. ქარხანა წლიურად 2 მილიონამდე საბურავს აწარმოებდა, რომელთა უმეტესობა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა, მცირე ნაწილი კი ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე. კომპანიას ადგილზე ათასამდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.
რუსეთის ბაზარს ტოვებს ასევე ლიფტებისა და ესკალატორების მწარმოებელი კორპორაცია KONE. ამ შემთხვევაშიც კომპანია გეგმავს მისი აქტივების გაყიდვას. მისი სრულად გასვლა მოხდება მარეგულირებლის მიერ კონტრაქტზე ყველა ნებართვის გაცემის შემდეგ, ეს კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. ამასთან, უცნობია, რა ფასად მოხდება გარიგება ადგილობრივ კომპანიასთან, თუმცა შეთანხმება მიღწეული და ხელმოწერილია 28 ივნისს.
რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამაც Whirlpool, რომელმაც ხელი მოაწერა თურქულ კომპანიასთან Arcelik, მისი რუსული აქტივების გაყიდვაზე.