ვისაც არ სმენია მიშლენის შესახებ როგორც გასტრონომიაში ვარსკვლავების მიმნიჭებელი ყველაზე მკაცრი შემფასებელი კერძების, შეფებისა და საკვები ობიექტების, რომელთა რეიტინგი ელვისებური სისწრაფით იზრდება, როგორც კი მიშლენის თუნდაც ყურადღებას მსახურებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე ვარსკვლავზე. და, ასევე ცნობილია ეს სახელწოდება ავტომობილის მეპატრონეებისათვის, ვისაც უშუალო შეხება ჰქონია ან თუნდაც შეუმჩნევია მათი საინტერესო ლოგო - თეთრი კაცუნა, რომელიც საბურავებით არის აწყობილი და შეიძლება შეგხვდეთ ბენზინ გასამართ სადგურებზე, რბოლებში, საუკეთესო თემატურ ჟურნალებსა და ასევე სპეციალიზებულ ტურისტულ გზამკვლევებში. მაგრამ თუ მოიძებნებიან ისეთებიც, ვისაც არასოდეს სმენია ამ კომპანიის შესახებ ჩვენი გადაცემა დაგეხმარებათ შეიტყოთ საინტერესო დეტალები ბრენდზე, რომელიც სათავეს საფრანგეთში იღებს და დღეს მსოფლიო მასშტაბის ხარისხის ინდენთიფიკატორია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია 170-ზე მეტ ქვეყანაში ხდება, მათ მიერ წარმოებული და გაყიდული პროდუქტის წლიური რაოდენობა 200 მილიონ ერთეულს შეადგენს. რაც შეეხება ვარსკვლავებს, მათი დამსახურება საკმაოდ მაღალ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ თუნდაც ერთი ვარსკვლავის მინიჭება არ ნიშნავს მის სამუდამო ფლობას, ხოლო მათი რაოდენობა რესტორნის ან კონკრეტულად შეფის წარმატებული მოღვაწეობის გარანტია.