კომპანია Microsoft-ი არიზონას შტატში სამ ახალ მონაცემთა ცენტრს აშენებს. მთავარი სიახლე კი ამ ამბავში ისაა, რომ სამივე ცენტრი მხოლოდ მზის ენერგიაზე იმუშავებს. კომპანიის განცხადებით, არიზონა ყველაზე შესაფერისი ადგილია პროექტის განსახორციელებლად, ვინაიდან შტატში აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიური ინდუსტრია, ხოლო მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 200-ს აღწევს. აღნიშნული ინიციატივა არის ნაწილი Microsoft-ის სტრატეგიისა, რომელიც 2013 წლისთვის ყველა მონაცემთა გადამამუშავებელი ცენტრის 70%-ის განახლებად ენერგიაზე გადაყვანას ითვალისწინებს.