პროგრამული სისტემების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Microsoft-ი სმარტფონების ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. კომპანიამ ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე დასაკეცი ტელეფონი - Surface Duo წარადგინა. ის საოპერაციო სისტემა ანდროიდზე იმუშავებს. ახალი მოწყობილობა ორი ეკრანისგან შედგება და გახსნისას პლანშეტად იქცევა. Microsoft-ი აცხადებს, რომ ახალი გაჯეტისთვის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებასაც აპირებს.ამ მოდელის გარდა, კომპანიამ ღონისძიებაზე გაჯეტი Surface Neo-ც წარადგინა, რომელსაც ასევე ორი ეკრანი აქვს და ბაზარზე ისიც 2020 წელს უნდა გამოჩნდეს. მას კლავიატურის მხარდაჭერაც აქვს, რაც პრაქტიკულად, ნოუთბუქად აქცევს. როგორც ცნობილია, Microsoft-მა სმარტფონების ბიზნესი 2017 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც ამ ბაზარზე საკუთარი წილის დაკავებას, მათ შორის, Nokia-ს შეძენის გზითაც, უშედეგოდ შეეცადა.