რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრანციებს არბევდნენ ხელკეტებით, აბსოლუტური გაუგებრობა იყო ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის კითხვას, რომელიც დაინტერესდა მინისტრის პოზიციით რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯი გადადგა.