ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის, თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და სასამართლოში საქმის წარმოება შეწყდება. აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსს" კალანდიების ადვოკატმა ამირან ცინაძემ განუცხადა.
როგორც ცინაძე განმარტავს, კალანდიების მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი მიხეილ კალანდიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია. თენგიზ და ლუკა კალანდიებს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენებას ვეღარ მოედავებიან.