თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ბრალდების მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. დარბაზის დატოვებამდე მან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი აგრესია უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან მისივე თქმით, ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ კალანდიას საქმის განხილვას აგრძელებს.