დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
ბოლო სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ. მან საკუთარ სიტყვაში რამდენჯერმე მიმართა მოსამართლეს და შეახსენა, რომ ახლა მას მოსამართლის ობიექტურობა ძალიან სჭირდება.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზურაბ თოდუას თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება