რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხეილ მიშუსტინის თქმით, რუსეთში, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ეტაპობრივად სტაბილურდება.
"დღეს პირველი დღეა, როცა გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ ინფიცირებულთა დღიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. ეს კარგი სიახლეა და შესაძლოა, ჩვენ პიკის გადალახვა დავიწყეთ", - განაცხადა მიშუსტინმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, დატვირთვა თამდათან შემცირდება ჯანდაცვის სისტემაზეც.
ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000-ს აღემატება. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.