საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წლისთავს ეხმიანება და Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს.სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის საქართველოში შემოჭრის მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო, "რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინა".სააკაშვილმა აგვისტოს ომის დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი პირების საქართველოში ვიზიტის შესახებაც წერს, ამბობს, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით საქართველოში მათი ჩამოსვლა უმნიშვნელოვანესი იყო."პუტინმა ვერ შეძლო საკუთარი სტრატეგიული მიზნების განხორციელება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა", - წერს სააკაშვილი.