საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში არალეგალურად არ დაბრუნდება.„მე ყოველთვის კომფორტით არ ვმოგზაურობ. თუმცა, საბარგულში მოგზაურობა არ განეკუთვნება ჩემთვის მოგზაურობის სასურველ სახეობას“, - განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ლეგალურად გეგმავს.„მე ვსწავლობ საკანონმდებლო ბაზას და უკრაინაში მაშინ გავემგზავრები, როდესაც მზად ვიქნები. ხელისუფლება ვერ შეძლებს მილიონობით უკრაინელის აზრის უგულებელყოფას“, - აღნიშნა მან.როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, მას სურს, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანა იყოს და ის ამ პროცესის ნაწილი იქნება.ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პოლონეთს დატოვებს, თუმცა არ დაუზუსტებია, სად მიემგზავრება.