საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბს“ უწოდებს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის. ამასთან,მისი თქმთ, ეს პუტინის დაკვეთაა, რომლესაც ივანიშვილი ასურულებს. სააკაშშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს თავად გასცა გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მიიღო ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.