ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.