საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზუნველყოს. "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ინფორმაციით, ორგანიზაციული საკითხები უკვე მოგვარებულია, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი.
როგორც მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, კონკრეტული საკითხების განსახილველად მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ასევე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას.