ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა. ყრილობას გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და სხვა ლიდერები დაესწრნენ. ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბესო ბრეგაძე, მოადგილედ გიგა შუშანია აირჩიეს. დღესვე, ელექტრონული კენჭისყრით აირჩა ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭო. ყრილობაზე პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას სკაიპით ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.