საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდებს, ქართველი ოფიცრის რუსეთისთვის გადაცემით თავი არ შეირცხვინოს. მიხეილ სააკაშვილი გიორგი ცერცვაძის საქმეს სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი გმირულად იბრძოდა რუსი აგრესორების წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.