პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარდა ბიუჯეტის ზრდისა, მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათას ლარამდე გაიზარდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ცვლილებები არის ასევე პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან იმ ვითარებაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე.