იტალიურ "მილანს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. როგორც ლომბარდიული გუნდი იტყობინება, ხსენებულ პოსტზე ივან გაზიდისი იმუშავებს. სამხრეთ აფრიკელმა "მილანთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.54 წლის ივან გაზიდისი აქამდე ლონდონის "არსენალში" მუშაობდა და ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი, სწორედ "მეთოფეთა" რიგებში გახდა.